Tuesday, September 14, 2010

სოფია სებისკვერაძე- "დერვიშები გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც არ მოწონთ"

ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჯგუფ "დერვიშები"-ს N5 პროექტი, სადაც პატარა ცვლილებებია. ჯგუფის ერთ ერთი წევრი - რეზო ბლიაძე შეცვალა ახალგაზრდა და წარმატებულმა გოგონამ სოფია სებისკვერაძემ. მან თავი ყველაზე მეტად ფილმიდან "სპამი" დაგვამახსოვრა. 


-გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა მოკლედ მითხრა შენს შესახებ... ვინ ხარ?
-ვერ ვიტან ამ კითხვას, იმიტომ რომ ჯერ მეც არ ვიცი ბოლომდე კარგად ვინ ვარ.
-კარგი. მეორე კითხვას დაგისმევ. მოდი პირდაპირ დერვიშებზე გადავიდეთ. ვისგან მიიღეთ შეთავაზება ამ ჯგუფი წევრობის?
-პირადა შეთავაზება არ ყოფილა. ერთ დგეს მე გამიჩნდა სურვილი რომ დერვიში ვყოფილიყავი. ბიჭები ყველა ჩემი მეგობრები არიან და რომ ვუთხარი ეს იდეა მათაც მოეწონათ.
-რატომ მოგწონთ დერვიშები?
-გულწრფელად აპროტესტებენ იმას რაც არ მოწონთ.
-ანუ თქვენც ხართ მომხრე რომ სულიკო და კიდევ სხვა სიმღერები ეროვნული არაა?
-რა მნიშვნელობა აქვს ეროვნული რა არის და რა არა? მთავარია რას როგორ გამოიყენებ სათქმელისთვის. რაც დიდი და ღირებულია ეკუთვნის ყველას, მთელს მსოფლიოს.
-როგორც ვიცით თქვენ 5 სულიკოში ჩაანაცვლეთ რეზო ბლიაძე. ამის გამო ერთმანეთთან ურთიერთობა ხომ არ გაგფუჭებიათ?
-არანაირად.
-მომავალში დარჩებით ამ ჯგუფში?
-მომავალში არავინ იცის რა მოხდება. მე იმედი მაქვს რომ კი.
-ალბათ დერვიშების თაყვანისმცემლებს აინტერესებთ როდის იქნება ახალი კლიპი?
-ძალიან მალე. თვის ბოლოს იქნება.
-როგორ ფიქრობ დღეს რამდენად მაღალია დერვიშების რეიტინგი?
-ეს პროექტი ინტერნეტ პროექტია და ვფიქრობ რომ რეიტინგულია. კი არ ვფიქრობ, მართლა ასეა.
-საუბრის ბოლოს გკითხავ. რას უსურვებ ჩვენს საიტს?
-მრავალჟამიერს :)
-დიდი მადლობა. მეც წარმატებებს გისურვებთ.

Sunday, September 12, 2010

დერვიშების სულიკო #5 ლიდერია

რამდენიმე საათის წინ ქართულ ვიდეო პორტალს myvideo.ge დაემატა ვიდეო დერვიშების-სულიკო #5. რამდენიმე საათში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა და მთავარ გვერდზე რეიტინგით პირველ ადგილას გადაინაცვლა.

Saturday, September 11, 2010

სულიკო N5

იქედან გამომდინარე რომ ბლოგი ახალია, არასწორი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან რომ პირველი ახალი ამბავი დერვიშების პროექტ სულიკოს N5-ის შესახებ არ ყოფილიყო. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ახალი სიმღერა ინტერნეტის საშუალებით და უკვე 400-მდე ადამიანმა ნახა ეს ვიდეო. ახალ სულიკოში სიახლეებია, ჯგუფის ერთ ერთი წევრი რეზო ბლიაძე ჩანაცვლებულია გოგონათი სოფო სებისკვერაძე :) როგორც ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა გუგა გეგეჩკორმა გვითხრა ახალი კლიპი უახლოეს დროში იქნება...

ახალი ბლოგი დერვიშების თაყვანისმცემლისგან :)

დერვიშებმა ძალიან მალე მოახერხეს აელაპარაკებინათ ქართველი ხალხი. ზოგს მოწონს მათი პროექთი, ზოგი წინააღმდეგია. ამიტომ ეს ბლოგი შევქმენი მხოლოდ იმ ხალხისთვის ვისაც მოწონს დერვიშები. მე მათი რიგითი ფანი ვარ. მე მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ. მაშ ასე დერვიშების ბლოგი იწყებს მუშაობას :)