Tuesday, September 14, 2010

სოფია სებისკვერაძე- "დერვიშები გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც არ მოწონთ"

ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჯგუფ "დერვიშები"-ს N5 პროექტი, სადაც პატარა ცვლილებებია. ჯგუფის ერთ ერთი წევრი - რეზო ბლიაძე შეცვალა ახალგაზრდა და წარმატებულმა გოგონამ სოფია სებისკვერაძემ. მან თავი ყველაზე მეტად ფილმიდან "სპამი" დაგვამახსოვრა. 


-გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა მოკლედ მითხრა შენს შესახებ... ვინ ხარ?
-ვერ ვიტან ამ კითხვას, იმიტომ რომ ჯერ მეც არ ვიცი ბოლომდე კარგად ვინ ვარ.
-კარგი. მეორე კითხვას დაგისმევ. მოდი პირდაპირ დერვიშებზე გადავიდეთ. ვისგან მიიღეთ შეთავაზება ამ ჯგუფი წევრობის?
-პირადა შეთავაზება არ ყოფილა. ერთ დგეს მე გამიჩნდა სურვილი რომ დერვიში ვყოფილიყავი. ბიჭები ყველა ჩემი მეგობრები არიან და რომ ვუთხარი ეს იდეა მათაც მოეწონათ.
-რატომ მოგწონთ დერვიშები?
-გულწრფელად აპროტესტებენ იმას რაც არ მოწონთ.
-ანუ თქვენც ხართ მომხრე რომ სულიკო და კიდევ სხვა სიმღერები ეროვნული არაა?
-რა მნიშვნელობა აქვს ეროვნული რა არის და რა არა? მთავარია რას როგორ გამოიყენებ სათქმელისთვის. რაც დიდი და ღირებულია ეკუთვნის ყველას, მთელს მსოფლიოს.
-როგორც ვიცით თქვენ 5 სულიკოში ჩაანაცვლეთ რეზო ბლიაძე. ამის გამო ერთმანეთთან ურთიერთობა ხომ არ გაგფუჭებიათ?
-არანაირად.
-მომავალში დარჩებით ამ ჯგუფში?
-მომავალში არავინ იცის რა მოხდება. მე იმედი მაქვს რომ კი.
-ალბათ დერვიშების თაყვანისმცემლებს აინტერესებთ როდის იქნება ახალი კლიპი?
-ძალიან მალე. თვის ბოლოს იქნება.
-როგორ ფიქრობ დღეს რამდენად მაღალია დერვიშების რეიტინგი?
-ეს პროექტი ინტერნეტ პროექტია და ვფიქრობ რომ რეიტინგულია. კი არ ვფიქრობ, მართლა ასეა.
-საუბრის ბოლოს გკითხავ. რას უსურვებ ჩვენს საიტს?
-მრავალჟამიერს :)
-დიდი მადლობა. მეც წარმატებებს გისურვებთ.

No comments:

Post a Comment